15 აგვისტოდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარებიან კაფე-ბარები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ცენტრები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. თითოეულ შემთხვევაში ხმაურის სხვადასხვა ნორმაა გათვალისწინებული, რომელთა დარღვევას სოლიდური ჯარიმები მოჰყვება.
სხვადასხვა ქვეყნებში ხმაურზე სანქციები განსხვავებულია
მონტენეგროში -3400- 4000 ევრო; კოსოვოში -500-1000 ევრომდე; ხორვატიაში -1300-დან 2000 ევრომდე; დიდ ბრიტანეთში 5 000-20 000 გირვანქა სტერლინგი; ლატვიაში -ხმაურის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები ჯარიმდებიან 30-355 ევროთი, ხოლო იურიდიული - 70-700 ევროთი; აშშ -ნიუ-იორკში მოქმედებს "ხმაურის შესახებ" კანონი, რომლის თანახმადაც გადაჭარბებული ხმაურისთვის პირველ ჯერზე 250 დოლარით ჯარიმდებიან, გამეორებისას -500 დოლარით, მესამე ჯერზე -750-ით, ხოლო მეოთხე ჯერზე -1 000 დოლარით;
რუსეთში - ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობა -340 ევრო, თანამდებობის პირებისთვის - მინიმალური ხელფასის ოცმაგი ოდენობა -3 400 ევრო, ხოლო ორგანიზაციებისთვის მინიმალური ხელფასის 50 ოდენობა - 8 500 ევრო.
წყარო: „კვირის პალიტრა"