ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ საქონელს ნაგავში ყრიან. მათი განცხადებით, ყველაფერი განადგურებულია.
დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ თითოეულის ზარალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.
დღეს სამართალდამცველებმა დამწვარი ტერიტორიის ერთი ნაწილი გახსნეს და მოვაჭრეებს საკუთარი საქონლის აღწერის შესაძლებლობა მისცეს.