ამერიკული სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს მეშვიდე ფლოტის სარდლობა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდმა დაზიანება მიიღო კიჩოს ნაწილში.
არსებული ინფორმაციით, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, კიდევ ხუთი კი დაშავებულია. მიმდინარეობს მეზღვაურების ძებნის ოპერაცია.
აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.
„ჩემი ლოცვით ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ვარ“, - დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა.