ქართული სოკო საერთაშორისო ბაზარზე  გადის

ქართული სოკოს მწარმოებელი კომპანია "თეთრი ქუდი" რუსული ბაზრის ათვისებას გეგმავს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო იოსელიანმა bpn-ს განუცხადა, სამწლიანი მუშობის შედეგად ადგილობრივ ბაზარზე ლიდერის პოზიცია მოიპოვა, გასულ წელს პროდუქცია სომხეთშიც გაიტანა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას გეგმავს.

კომპანია სამი სახეობის სოკოს, კალმახას, ქამასა და პორტობელოს აწარმოებს, უახლოეს მომავალში კი ასორტიმენტს იაპონურ სოკოსაც დაამატებს.

"თეთრის ქუდის" საწარმო ჰოლანდიური ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. 2013 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარზე 1500 ტონა სოკოს რეალიზება მოახდინა, 1 კილოგრამი სოკოს საშუალო ფასმა კი 5 ლარი და 25 თეთრი შეადგინა.

"თეთრის ქუდის" გენერალური დირექტორის განმარტებით, სოკოს საშუალო ფასი, წინა წლებთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, ხარისხი კი საგრძნობლად გაუმჯობესდა.