ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა. 

აზერბაიჯანის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარება.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება.