ამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება.
როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა, გავრცელების ერთი კერა წაღვერისკენ, მეორე კი უშუალოდ ბორჯომის მიმართულებითაა.
„ამ წუთში მუშაობს ორი ვერტმფრენი. ორი ვერტმფრენი თურქეთიდან არის გზაში და შუადღისთვის ჩამოვლენ. 9 საათზე თბილისიდან მესამე ვერტმფრენი დაემატება, რომლის გამართვაც ახლა მიმდინარეობს.
მობილიზებულია დაახლოებით 500-მდე ადამიანი - ცოცხალი ძალა ბოლომდე მობილიზებული გვყავს.ორი გავრცელების კერა გვაქვს - ერთი წაღვერის და მეორე ქვემოთ, ბორჯომის მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს, სახანძრო მანქანები ადგილზე არიან, გზა გავიყვანეთ. ცოცხალი ძალა ადგილზეა. მიმდინარეობს ხეების ჩაჭრა იქ, სადაც საჭიროა, რომ ხანძარი არ გავრცელდეს. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ერთ საათში“, - განაცხადა ალავიძემ.
მინისტრის ინფორმაციით, „დასახლებულ ტერიტორიას ამ წუთში არაფერი ემუქრება“.