ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს მაშველები უკვე მესამე დღეა ებრძვიან.ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 320-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა. ხანძარს ებრძვიან საჰაერო ძალების დახმარებითაც. ამ დროისთვის პროცესში ერთი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენია ჩართული, თუმცა დამატებით ვერტმფრენებს საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე საათში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან კვლავ ელოდება.
პრემიერის დავალებით, წუხელ საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელმაც შესაბამისი სამოქმედო გეგმა დასახა.
„ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფები უკვე მესამე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობს. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ადგილზე არსებულ ვითარებას ასახავს.
იხილეთ ფოტოგალერეა