"ჯორჯიან ნატურალსის" გაყინული ხილი და წვენები მსოფლიოს 30 ქვეყანაში იყიდება

"ჯორჯიან ნატურალსს" გადამუშავებული ქართული ხილი ამერიკის, ევროპის და შუა აზიის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს.

კომპანიას გადამუშავებული ხილი ძირითადად გაყინული ან წვენების სახით გააქვს უცხოურ ბაზრებზე.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ვლადიმერ გუგუშვილმა განცხადა, საწარმოს 300 ჰექტარი ხეხილის ბაღი აქვს, სადაც 12 სახის კურკოვანი და კენკროვანი კულტურები მოჰყავთ.

"ჯორჯიან ნატურალსი" ძირითადად ექსპორტით არის დაკავებული, თუმცა უახლოეს მომავალში ადგილობრივი ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.