გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა ხანძრის ახალი კერის გავრცელების შესახებ ცნობას ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ავრცელებს.
მათივე მტკიცებით, ძლიერდება დაკვამლიანება და კვამლის სუნი.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ბორჯომის გამგებელსა და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ვერაფერს იტყვიან, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ.
ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.