„ცენტრ პოინტის“ შეძენას სამშენებლო კომპანია m2 არ აპირებს.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
„შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ M2-ს არ შეუძენია “ცენტრ პოინტი“ და არც აპირებს.“ აღნიშნა m2-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დათო გორგილაძემ.
„ცენტრ პოინტის“ შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გურამ რჩეულიშვილმა გუშინ განაცხადა. რჩეულიშვილის თქმით, „ცენტრ პოინტის“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. როგორც მან აღნიშნა, „ცენტრ პოინტის“ ყიდვით ოთხი კომპანიაა დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შესაძლო შემსყიდველად m2 დასახელდა.