თურქული ვერტმფრენები უკვე ბორჯომშია.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ორი სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან გამოიგზავნა, სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
თურქული ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სავარაუდოდ, უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც დანარჩენი 2 ქართული, 1 კი აზერბაიჯანულია.
ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას დაღამებამდე შეძლებენ. ღამის საათებში ისინი მუშაობას შეწყვეტენ, დილიდან კი ისევ განაახლებენ.