2017 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 171,920 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 519, 203 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-ივლისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 347,283 მილიონი ლარი იყო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივლისში ბანკების შემოსავლებმა 2, 486, 619 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯებმა 1,898, 598 მილიარდი ლარი შეადგინა.
იანვრიდან ივლისის ჩათვლით, კომერციული ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 59 მილიონ ლარს გაუტოლდა.