ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა თავისუფალია, - ამის შესახებ რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის წმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, აქტიურად მიმდინარეობს მიწის შეტანის, კლდის ჩამოწმენდის და სავალი ნაწილის ამაღლების სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისას გამოიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე და არ გააჩეროთ ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში.