ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.
სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თორნიკე გვაზავას განცხადებით, თუ მაშველებს ქარმა ხელი არ შეუშალა, დღეს ძირითადი კერების ლოკალიზება განხორციელდება.
„ბოლომდე დადგენილი არ არის, რა ფართობზე გაჩნდა ხანძარი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. ცეცხლის დიდი კერა აღარსად აღარ გვაქვს. ამ ეტაპზე 6 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მუშაობს. 1 500 კაცი ცოცხალი ძალაა მობილიზებული. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია, როგორც შსს-ს და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ასევე, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული მაშველები. ზურგზე მოკიდებული ცეცხლჩამქრობებით ვებრძვით პატარ-პატარა კერებს. გუშინ ქარი იყო, დღეს თუ არ შეგვიშალა ქარმა ხელი, ძირითადი კერების ლოკალიზაცია განხორციელდება“, - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.