ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეების განცხადებით, გვიან ღამით მერიის სამსახურებმა და სამართალდამცველებმა დახლებთან ერთად მათი სავაჭრო საქონელიც გადაყარეს.

მათივე ინფორმაციით, სავაჭრო საქონელი და დახლები ცაიშის ნაგავსაყრელზე გადაყარეს, სადაც შესვლის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები მერიის შესაბამისი სამსახურების მისვლას ითხოვდნენ, თუმცა მოვაჭრეების ინფორმაციით, აქციაზე არავინ მისულა. გარემოვაჭრეები აქციის გაგრძელებას ზუგდიდის მერიასთან აპირებენ.