2017 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 328 ელექტრომობილი და 9 870 ჰიბრიდული ტიპის ავტომობილია იმპორტირებული.
შსს-ის სტატისტიკის თანახმად, 2015-2016 წლებთან შედარებით საქართველოში იმპორტირებული მსგავსი ტიპის ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.
კერძოდ, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 5 ელექტრომობილისა და 1317 ჰიბრიდული ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2016 წელს კი ქვეყანაში 34 ელექტრომობილი და 5390 ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა.
„ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ერთიან ელექტრონულ ბაზაში საწვავის ტიპის დაფიქსირება 2013 წლის სექტემბრამდე არ იყო სავალდებულო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტული თარიღის მდგომარეობით საქართველოში "აქტიური" სტატუსით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება "საწვავის ტიპის" მიხედვით არ არის რეკომენდებული“, - ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.