"კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიო ცეცხლის ალშია"

ამ ზაფხულს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ბუნებრივი ხანძირი დაფიქსირდა.

როგორც გერმანული "დოიჩე ველე" წერს, კლიმატური ცვლილებები გამო მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული. გამოცემის ცნობით, კანადისთვის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სეზონი იყო გავრცელებული ხანძრის თვალსაზრისით. საერთო ჯამში კანადაში 894,941 ჰექტარი მიწა დაიწვა.

კანადის მსგავსად, სამხრეთ ევროპაში წელს რეკორდული გვალვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ხანძარი მოედო იტალიას, საფრანგეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, ესპანეთსა და საბერძნეთს. პორტუგალიაში ზაფხულში მიმდინარე ხანძრებმა 64 ადამიანი იმსხვერპლა. წელს ევროპაში გაჩენილი ხანძარი სამჯერ აღემატება ნორმას.

ციმბირში ხანძარმა ასობით სახლი და სომხური ტყის 700 ჰექტარი მიწა გაანადგურა. იგივე სიტუაცია იყო ჩილეში, სადაც ქვეყნის ისტორიაში არნახული მაშშტაბის ხანძარი დაფიქსირდა.

გლობალური ტემპერატურის გაზრდასთან ერთად მეცნიერები აცხადებენ, რომ ბუნებრივი ხანძარები უფრო ხშირი გახდება.

„კლიმატის ცვლილებები ხანძრის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია და რისკი კვლავ მაღალია, რადგან პროცესი არ ჩერდება. მისივე თქმით, ჰაერის ტემპერეტურის გლობალური მატება, პლანეტის გამოშრობას იწვევს, რაც ტყეში ხანძრის გაჩენისთვის შესაბამის პირობებს ქმნის", - აღნიშნავს „დოიჩე ველესთან“ საუბარში აშშ-ის ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი კევინ ტრენბერტი.

მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობის გამო ე.წ. ხანძრების სეზონი უკვე აღარ არსებობს და ცეცხლი ტყეებში შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს გაჩნდეს.

ამავე დროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილებების გარდა, ხანძრის მიზეზი ხშირად ადამიანების დაუდევრობაა. მოქალაქეები ხშირად აგდებენ ტყეში სიგარეტის ნამწვავს, ან უმეთვალყურეოდ ტოვებენ კოცონს. პრობლემას იწვევს ასევე, ფერმერების მიერ განგებ გაჩენილი ცეცხლიც. სწორედ ეს არის ამაზონის ტყეებში ხანძრის გავრცელების ძირითადი მიზეზი. ფერმერები ტყეებს წვავენ, რათა შემდეგ ეს მიწა დაამუშავონ.

მეტი ხანძრის შედეგად ატმოსფეროში მეტი ნახშირბადი ხვდება, რაც კლიმატის ცვლილების პროცესს აჩქარებს.