საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) 500 ათას ლარს გამოყოფს.
„დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა და მაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში (GHG) შემავალი კომპანიები: „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს,“-ნათქვამია „ევექსის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.