"თიბისი ბანკმა" 2 ათასზე მეტი აგროსესხი გასცა

თიბისი ბანკმა "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 2 ათას 700 სესხი გასცა, პორტფელის ჯამურმა მოცულობამ კი 78 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის პროექტში "თიბისი" პირველივე დღიდან ჩაერთო და ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბანკია ამ თვალსაზრისით.

როგორც bpn-თან საუბრისას ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ილია გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მეწარმეები, რომლებიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ, სესხს უპრობლემოდ იხდიან და ამ თვალსაზრისით, "თიბისის" პრობლემები ჯერ არ შექმნია.