იანვარი-ივლისში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი გაიზარდა.
კერძოდ, „საქსტატის“ მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში ექსპორტმა 78.6 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 54.3 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამკურნალო ჯგუფები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში იყო. მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.4% შეადგინა, 2016 წლის იანვარი-ივლისში კი სამკურნალო საშუალებებზე მთელი ექსპორტის 4.8% მოდიოდა.