ქართულ ბაზარზე აქსესუარების ახალი ბრენდი შემოდის

კომპანია „ედრესი“ ბაზარზე აქსესუარების ახალი ბრენდის შემოყვანას გეგმავს. მენეჯმენტი მოლაპარაკებებს „სიქსთან“ უკვე აწარმოებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ძირითადად შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ მაღაზიისთვის გამოყოფილი შესაბამისი ფართის მოცულობა, რომელიც 65 მ2-ს უნდა მოიცავდეს.

ევროპული ბრენდი Six საშუალო და დაბალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი.

ფრანჩაიზული კომპანია „ედრესი“ საქართველოში ბრენდებით - „პრომოდი“, „სელიო“, „გარი ვებერი“, „ორსეი“ და „ეტამი“ არის წარმოდგენილი.

კომპანია ბრენდების რესტრუქტურიზაციას მუდმივად ახორციელებს, რის შედეგადაც ორი წლის წინ ძვირადღირებული ბრენდი ”1,2,3” საშუალოფასიანი ”ორსეით” ჩაანაცვლა.