მიმდინარე წლის იანვარი-ივლისში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაახლოებით 28.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულმა თანხამ 66 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 37.5 მილიონი ლარი იყო.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, ამ საქმიანობიდან ბიუჯეტში მიღებულმა თანხამ წელს 10.3 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წლის იანვარ-ივლისში კი ეს მაჩვენებელი 1.4 მილიონი ლარი იყო.
ასევე გაზრდილია სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესული შემოსავლები, რამაც 2017 წლის 1-ელ შვიდ თვეში 36,9 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წლის ამავე პერიოდში კი 23.7 მილიონი ლარი იყო.
გაზრდილია ბიუჯეტში კლუბის მაგიდიდან მიღებული შემოსავალიც. კერძოდ, წელს ამ მაჩვენებელმა 314 ათასი ლარი შეადგინა, 2016 წლის სააგანარიშო პერიოდში კი 139 ათასი ლარი იყო. სამორინეს მაგიდიდან მიღებული შემოსავლები კი 5.1 მილიონი ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ თვეებში სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა 15,7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წინა წლის ამავე პერიოდში 10.6 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2017 წლის 1-ელ შვიდ თვეში 2 320 ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 1 739 ლარი იყო.
რა ფული ტრიალებს სათამაშო ბიზნესში და როგორ განვიკურნოთ ლუდომანიისგან