1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4158 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4158 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4169 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8548 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8490 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.58 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.