„თეგეტა მოტორსის“ ქსელში TOTAL-ის ბრენდის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები გაიყიდება

„თეგეტა მოტორსმა“ და კომპანია TOTAL-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ TOTAL-ის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში.

„TOTAL-ი გახლავთ სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. ბრენდი მთავარ აქცენტს ხელსაწყოების ხარისხზე, მარტივ და უსაფრთხო გამოყენებასა და ფუნქციონალურ დატვირთვაზე აკეთებს.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, კმაყოფილი მომხმარებელია და ეს ეჩვენი პროდუქციის ყველაზე დიდი რეკლამაა“, - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

„თეგეტა მოტორსის“ ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს TOTAL-ის ბრენდის შემდეგი ხელსაწყოები: ბურღები, ქანჩები, პერფორატორები, პრტყელტუჩები, ჩაქუჩები, დამცავი ხელთათმანი და ფეხსაცმელი, ხელსაწყოების ნაკრებები და სხვა მრავალი საჭირო ხელსაწყოები.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში“, - აღნიშნულია „თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციაში.