მარტყოფში დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

როგორც სოფლის მოსახლეობამ განაცხადა, მონასტრამდე მისასვლელი გზა წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული და გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 1017 მეტრზე დაიგო.

პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა გადასასვლელ ხიდს, მოეწყო მონასტერთან ასასვლელი კიბე და გაკეთდა სანიაღვრეები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ" 309 692 ლარად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეასრულა.