Ferrari Portofino ყველაზე დაბალფასიანი იტალიელია

იტალიური სპორტული ავტომობილების მწამროებელმა კომპანიამ Ferrari საკუთარ სამოდელო გამაში სასტარტო მოდელი Portofino წარმოადგინა.

ავტომობილის ფასი იტალიაში 200 ათასი ევროდან დაიწყება, რაც ნაკლებია კომპანიის სხვა მოდელებზე.

ავტომობილი, რომელიც მოდელ California-ს ჩაანაცვლებს V-8 ძრავით აღიჭურვება და ნულიდან 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 3,5 წამში შეძლებს. ის 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც 40-ით მეტია ვიდრე ეს „კალიფორნიას“ ჰქონდა. სიახლის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.

„პორტოფინო“ სრულიად ახალ პლატფორმაზეა აწყობილი, რამაც მისი მნიშვმნელოვანი სიმჩატე გამოიწვია. მან ასევე მიიღო განახლებული უკანა დიფერენციალი, რომელიც მის წარმადობას ზრდის. ავტომობილი 100 კილომეტრზე 10,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ხოლო მისი გამონაბოლქვი შეადგენს 245 გრამ CO2-ს კილომეტრზე ავტომობილის ინტერიერში სიახლეა - მისი 10,2-ინჩინანი “თაჩსქრინ-დისპლეი”, ახალი კონდიცირების სისტემა, ახალი საჭე და ელექტრონულად აღჭურვილი სავარძლები, რომლებიც განახლებული დიზაინითაც გამოირჩევა.

ავტომობილის სახელი იტალიის სანაპიროზე არსებული პატარა ქალაქის, პორტოფინოს პატივსაცემად ეწოდა. მისი დებიუტი კი სექტემბერში დაგეგმილ ფრანკფურტის ავტოშოუზე გაიმართება.

კოკა კვირკველია