მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი, ურუგვაის ყოფილი ლიდერი ხოსე პეპე მუხიკა საზოგადოებას აფრთხილებს, „მოაშორონ პოლიტიკას მდიდარი ელიტები, ვიდრე გვიანი არ არის“.
მუხიკა მსოფლიოს მოქალაქეებს ემოციურ გზავნილს უგზავნის და მოუწოდებს, გამოფხიზლდნენ ფინანსურად მოტივირებული კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას.
„ჩვენ გამოვიგონეთ წარმომადგენლობითი დემოკრატია, სადაც ვამბობთ, რომ უმრავლესობა ის არის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ [სახელმწიფოს მეთაურები] უნდა ვცხოვრობდეთ როგორც უმრავლესობა და არ, როგორც უმცირესობა“, - აღნიშნა მუხიკამ CNN-თან ინტერვიუში.
მისი განმარტებით, მას არაფერი აქვს მდიდარი ხალხის საწინააღმდეგო, მაგრამ მიაჩნია, რომ როცა მდიდრები უმრავლესობის ინტერესს წარმოადგენენ, ისინი ქვეყნისთვის კარგ საქმეს ვერ აკეთებენ.
„მე არ ვარ იმათ წინააღმდეგი, ვისაც ფული აქვს, ვისაც ფული უყვარს და ფულზე გიჟდება, მაგრამ უნდა განვაცალკევოთ ისინი პოლიტიკისგან, ვინაიდან პოლიტიკაში ყოფნით საფრთხეს წარმოადგენენ. ფულის მოყვარულმა ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება უნდა მიუძღვნან მრეწველობას, ვაჭრობას, სიმდიდრის გამრავლებას“, - განმარტა მან.
ხოსე პეპე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში იყო. პრეზიდენტობის დროს მან სახელი მსოფლიოში იმით გაითქვა, რომ თავისი ხელფასის 90%-ს ქველმოქმედებისთვის რიცხავდა.
იხილეთ აგრეთვე: