დარა ჰოსროვშაჰი Uber-ის ახალი გენერალური დირექტორი გახდება. ის აქამდე ტურისტულ პორტალს Expedia-ს ხელმძღვანელობდა.
როგორც „ბი-ბი-სი“-სთვის ცნობილი გახდა, დირექტორთა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღო. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
დარა ჰოსროვშაჰი შეცვლის Uber-ის დამფუძშნებელს, ტრევის კალანიკს, რომელმაც გადადგომის შესახებ კიმპანიის აქციონერების წნეხის ქვეშ ივნისში გააკეთა განცხადება.
რიგი სკანდალების შემდეგ Uber-ი თავისი რეპუტაციის გაუმჯობესებას ცდილობს.
ტრევის კალანიკმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კომპანიას სექსუალურ შევიწროვებაში და მაჩიზმში დაადანაშაულეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრმა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ არც კომპანიაში და არც თვითონ დარა ჰორსოვშაჰს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.