ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კომპანია Enki Research-ის სპეციალისტის განცხადებით, ენერგოქსელების, სატრანსპორტო სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურის დატბორვის შედეგად აღრიცხულმა ზარალმა, შესაძლოა, 30 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ეს კი ნიშნავს, რომ „ჰარვი“ რიგით მერვე ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალია აშშ-ში.
კიდევ ერთი კომპანიის ექსპერტის განცხადებით კი, ზარალის საბოლოო მაჩვენებელმა, შესაძლოა, რომ 100 მილიარდი დოლარი შეადგინოს.