გელათის სამონასტრო კომპლექსში ტურისტები გაქურდეს

გელათის სამონასტრო კომპლექსში ტურისტები გაქურდეს.

კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ, დღის 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა რამდენიმე ტურისტის ჩანთები წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ქურდობის მუხლით იძიებს.