ვისი ვალი აქვს საქართველოს?

მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა 11,8 მილიარდი ლარი (5 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვალის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის. კერძოდ, საქართველოს უმსხვილესი მევალეა „მსოფლიო ბანკის“, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), რომლის მიმართაც საქართველოს ვალი 2,8 მილიარდ ლარს შეადგენს. მას მოსდევს „მსოფლიო ბანკის“, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), მის მიმართ სახელმწიფო საგარეო ვალმა 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 68.1 მილიონი ლარი;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 270 მილიონი ლარი;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 315 მილიონი ლარი;

ევროგაერთიანება (EU) - 64,7 მილიონი ლარი;

აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.4 მილიარდი ლარი;

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 761,1 მილიონი ლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს ვალი 31 ივლისის მდგომარეობით, 681,5 მილიონი ლარი იყო, მას მოსდევს იაპონია - 499,6 მილიონი ლარი; საფრანგეთი - 272,6 მილიონი ლარი; რუსეთი - 179,9 მილიონი ლარი.

სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია: ავსტრია - 35,6 მილიონი ლარი; აზერბაიჯანი - 22,4 მილიონი ლარი; თურქმენეთი - 507 ათასი ლარი; თურქეთი - 43 მილიონი ლარი; ირანი - 17,4 მილიონი ლარი; სომხეთი - 25,6 მილიონი ლარი; უზბეკეთი - 470 ათასი; უკრაინა - 429 ათასი ლარი; ყაზახეთი - 61,8 მილიონი; ჩინეთი - 5,3 მილიონი ლარი; კუვეიტი - 30,6 მილიონი ლარი; ნიდერლანდები - 2,7 მილიონი და ამერიკა - 59 მილიონი ლარი.

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1,2 მილიარდი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).