აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და ტექნიკაა ჩართული, ადგილზე შს მინისტრიც ჩავიდა. ჯერჯერობით ხანძარი ლოკალიზებული არ არის.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა როგორც ადგილზე ამბობენ, ხანძარია დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე.
ცოტა ხნის წინ აბასთუმანში შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. ის აბასთუმანში ახალციხიდან გადავიდა. ასევე ახალციხის რაიონის სოფელ სვირიდან გაიგზავნა ვერტმფრენიც.