აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად უკრაინა საქართველოში თვითმფრინავს აგზავნის

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება.

როგორც ჟურნალისტებს აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, უკრაინამ საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა.

„უკრაინიდან ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.