„მოვალეთა რეესტრში“ რეგისტრირებულთა რაოდენობა იზრდება

„მოვალეთა რეესტრში“ რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 11 აპრილის მონაცემებით, რეესტრში 116 000 პირია რეგიტრირებული, მაშინ როდესაც 2012 წლის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 70 000-ს აღწევდა.

აღნიშნულს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმით ხსნიან, რომ რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება.

აღსრულების კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობს.