შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გუშინ ძლიერი წვიმისა და ქვის ცვენის საშიშროების გამო წესი -ურავის საავტომობილო გზის კმ 5 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.