საქართველოში საარსებო შემწეობას 459 619 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 12,4 პროცენტია.
ბოლო ათ წელიწადში მათი რიცხვი თითქმის გაორმაგებულია, რადგან 2007 წელს საარსებო შემწეობას სულ 279 474 კაცი იღებდა.
რაც შეეხება შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობას, ასეთი სულ 142 967 ოჯახია. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით რეგისტრირებული სამჯერ მეტია.
სხვადასხვა სოციალური პაკეტით კი 167 144 ბენეფიციარი სარგებლობს. მათ შორის ყველაზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია (125 348). ასევე, მარჩენალდაკარგულების ოჯახის წევრები (24 231), სახელწმიფო კომპენსაციების მიმღებნი (9 626), საყოფაცხოვრებო სუბსიდიების მიმღებნი (7 463), პოლიტრეპრესირებულები (533) და სხვა (43).