აბასთუმანში ამჟამად 5 ვერტმფრენი და 1 500-მდე ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალა მუშაობს

აბასთუმანში ამჟამად 5 ვერტმფრენი და 1 500-მდე ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალა მუშაობს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს აბასთუმანში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას განუცხადა, პროცესში მალე ჩაერთვება ასევე უკრაინული თვითმფრინავი.

“თურქულმა თვითმფრინავმა გუშინ უამინდობის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა. თუ ამის საჭიროება იქნება, ის აუცილებლად ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში. ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი უკვე მუშაობს და მალე მათ უკრაინული თვითმფრინავი შეუერთდება. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, აქ 1500-მდე ადამიანია მობილიზებული. აქედან 1200-მდე შსს-ს თანამშრომლები არიან, ხოლო დანარჩენი მოხალისეები. მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთი სულისკვეთება, როგორიც აქ ვნახე, არც ერთ რეგიონში არ მინახავს”, - განაცხადა მღებრიშვილმა.