პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით, 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ დამწვარი ტყის ფართობი ზუსტდება.
მისივე თქმით, დამწვარ ტყეს მოსახლეობის ჩართულობით აუცილებლად აღადგენენ.
„ვფიქრობ, რომ ეს ღირსეული საქმეა და ყველა ადამიანს ექნება სურვილი, რომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენის საქმეში. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.