როგორ აქცია ორმა ახალგაზრდამ ცხოვრების სტილი მომგებიან ბიზნესად

“სკუტერი თანამედროვე ცხოვრების სტილია. ის გადაადგელების საუკეთესო, იაფი და სწრაფი საშუალებაა, რომლის წყალობითაც ჩვენ დაგვავიწყდა საცობებში ნახევარსაათიანი დგომა და თბილისის მუდმივი პრობლემა - პარკირება.“ - ამბობენ ახალგაზრდები: გიორგი ფოფორაძე და გიორგი მონავარდისაშვილი, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების სტილი მომგებიან ბიზნესად აქციეს და კომპანია scoot-scoot დააფუძნეს.

გიორგი ფოფორაძე - კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი: ჩვენი ბიზნესიდეა იქიდან წამოვიდა, რომ სკუტერი როგორც გადაადგილების საშუალება ძალიან გვიყვარს და ვთვლით, რომ ეს არის თანამედროვე გადაადგილების საშუალება ახალგაზრდებისათვის. ჩვენ უკვე დღეს სხვას ვთავაზობთ იმ კომფორტს, რაც სკუტერით გადაადგილებისას, თავად გამოგვიცდია. 2 -3 თვეა რაც აქტიურად ვავითარებთ ჩვენს ბიზნესს და სამომავლო გეგმებსაც ვსახავთ.

bpn

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი ბიზნესი ორი მიმართულებით ვითარდება. მომხმარებლებს სკუტერების გაქირავების სერვიისს ვთავაზობთ. ასევე გვყავს მეორადი სკუტერები, რომლებსაც ვყიდით. ერთი ბიზნესი გათვლილია ტურისტებისთვის, რომლებსაც სკუტერით გადაადგილებისას ნამდვილად ეძლევათ ქალაქის აღმოჩენის და კარგად დათვალიერების საშუალება. რაც შეეხება რეალიზაციას, ამჟამად მხოლოდ მეორადი სკუტერები გვყავს, რომლებიც იაპონიიდან ჩამოგვყავს.

როგორია ფასები და რამდენად არის მოთხოვნა ბაზარზე?

ჩვეთან სკუტერის გაქირავება ხდება მხოლოდ დღიურად. რაც შეეხება ფასებს, ერთი დღის ფასი ერთკაციანი სკუტერის შემთხვევაში 35 ლარი, ხოლო ორკაციანის შემთხვევაში 50 ლარია.სკუტერი საწვავს ძალიან მცირე რაოდენობით მოიხმარს. ფასი ტურისტებისთვის ძალიან მისაღებია. სარეალიზაციოდ კი ამ ეტაპზე მხოლოდ რეტროსკუტერები გვყავს, რომელთა ფასიც 1200 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე ადის. ჩვენი გაქირავების და გაყიდვის მთავარი წერტილი „ფაბრიკაა.“

bpn

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჯერ მხოლოდ ერთი ტურისტული სეზონია, რაც მომხმარებლებს ვემსახურებით. გეგმები კი სამომავლოდ ძალიან ბევრი გვაქვს. პროექტების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია. კერძოდ, მალე დასრულდება სარემონტო სამუშაოები ჩვენს ახალ ოფისში ”ფაბრიკის” მოპირდაპირე მხარეს. ამ საქმეში ”თიბისი ბანკი” დაგვეხმარა. ცოტა ხნის წინ სტარტაპ პროგრამის მონაწილეები გავხდით. სტარტაპ სესხითაც ვისარგებლეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბანკმა ძალიან სწრაფად განიხილა ჩვენი დოკუმენტაცია და სესხიც მაქსიმალურად მოკლე დროში დაგვიმტკიცეს. თანხა მთლიანად კომპანიის განვითარებისთვის მივმართეთ.

რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ ბაზარზე ახალი სკუტერების შემოყვანას. მოლაპარაკებები გვაქვს როგორც იტალიურ ისე ტაივანურ ბრენდებთან. სხვადასხვა მომწოდებლებს ვეკონტაქტებით და საბოლოოდ შევჯერდებით, თუ რომელ პარტნიორთან დავიწყებთ თანამშრომლობას. ასევე სექტემბრიდან სკუტერის შემსწავლელი კურსებიც გვექნება. 

bpn

უსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად იცავენ მძღოლები წესებს და სკუტერით გადაადგილებისას რა სირთულეს აწყდებიან ქალაქში ტურისტები?

ჩვენ როცა ტურისტს ვთავაზობთ სერვისს, მათ შესაბამისი ჩაფხუტებით ვუზრუნველვყოფთ. ასევე ვამოწმებთ, თუ რამდენად ფლობენ ქალაქში გადაადგილებისთვის შესაფერის უნარებს. ყოფილა შემთხვევა, როცა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკუტერის გაქირავებაზე უარი გვითქვამს. თუმცა უსაფრთხო გადაადგილება ქალაქის მთავარი პრობლემაა, ავტომობილების მძღოლები ნაკლებად იცავენ წესებს, ამიტომ როცა სკუტერით მოძრაობ მისი მართვა კარგად უნდა იცოდე.

ქრისტინე გამთენაძე