ბათუმსა და სოჭს შორის ”კომეტა” კვლავ ივლის

”ოლიმპიური თამაშების” გამო შეჩერებული საზღვაო მიმოსვლა სოჭსა და ბათუმს შორის კვლავ აღდგა.

შავი ზღვისპირეთის ორ ქალაქს შორის ხომალდი ”კომეტა” კვირაში მხოლოდ ერთ რეისს, ხუთშაბათობით შეასრულებს. თუ მგზავრთა ნაკადი გაიზრდება, დამატებითი რეისი სამშაბათსაც დაინიშნება.

ბილეთის ფასი არ შეცვლილა და კვლავ 220 ლარი, რუსეთიდან კი 4 ათასამდე რუბლი დაჯდება.