„საქართველოს რკინიგზამ“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მისი დასრულების ვადა 15 სექტემბერია. ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 088 633 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მიწის ვაკისის შემოღობვის, სარკინიგზო გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების, მაღალი და დაბალი ბაქნების მშენებლობას გულისხმობს.
გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.