1 სექტემბერს აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიკომპანია Buta Airways-მა ბაქო-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა.
ამის შესახებ, ინფორმაციას აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ავიაკომპანია რეისებს კვირაში ოთხჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს ემბრაერის E190/E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.
Buta Airways აზერბაიჯანის ფლაგმანი ავიაკომპანიის AZAL-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.
უახლოეს მომავალში კომპანია ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად ავიაპარკის გაფართოვებასაც გეგმავს.