მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული

მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზე გავრცელებული.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ხანძრის სალიკვიდაციოდ ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ ეტაპისთვის არც ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობაა.