თელავის მუნიციპალიტეტში, კოხტას მთაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში სავარაუდოდ, ავიაცია ჩაერთვება.
როგორც თვითმმართველი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ხანძრის ფართობზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ხანძარი ძალიან დიდი არ არის.
მისივე თქმით, ხანძარი მიუვალ ადგილას არის გაჩენილი და დაახლოებით 20-მდე მეხანძრე-მაშველი ადგილზე ფეხით მივიდა.
”მეხანძრეები ადგილზე იმყოფებიან და ველოდებით მათგან ინფორმაციას. მოვითხოვეთ ვერტმფრენი და სავარაუდოდ, ჩაერთვება”, - განაცხადა შათირიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოხტას მთაზე ხანძარი დღეს გაჩნდა.