2016 წელს საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის უდიდესი ნაწილი - 67 % დედაქალაქში იქნა გამოშვებული.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
რეგიონები დედაქალაქს საგძნობი განსხვავებით ჩამორჩებიან. თბილისს, წარმოების მაჩვენებლით აჭარა მოსდევს 9 %-ით. მესამე ადგილზე ქვემო ქართლია 7 %-ით; მეოთხეზე იმერეთი 5 %-ით; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 3 %; კახეთი - 2 %; მცხეთა-მთიანეთი - 2 %, სამცხე -ჯავახეთი- 2 %; შიდა ქართლი - 2 %; გურია - 1 % და რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 0%.