„თბილისი მოლის“ ერთ-ერთ კაფეში კარტოფილი „ფრის“ დამამზადებელი აპარატი აალდა

სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ არსებულ ერთ-ერთ კაფეში კარტოფილი „ფრის“ დამამზადებელი აპარატი აალდა. როგორც  სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მარკეტინგის კოორდინატორმა ირაკლი იურინმა განაცხადა, ცეცხლის ჩაქრობა საკუთარი ძალებით მოხერხდადა სახანძრო სამსახურის გამოძახება საჭირო აღარ გახდა.

მისივე თქმით, შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია არ განხორციელებულა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.