”კარფური” წლის ბოლომდე რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს

"კარფურის" კაფე და ახალი მარკეტი კოლმეურნეობის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ "ჯი თი სი ში" გაიხსნა.

ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, bpn "კარფურის" გენერალურ დირექტორს, ჯან ლუი კლარს ესაუბრა.

გენერალური დირექტორის თქმით, ახალ სავაჭრო ობიექტში 200-მდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება პროდუქტს, მომხმარებელი მარკეტში დაახლოებით 14 ათასი სახეობის პროდუქტის შეძენას შეძლებს და ფასები იგივე იქნება, რაც ”კარფურის” სხვა ობიექტებში.

"კარფურის" ახალი მარკეტი "ჯი თი სი”- ში 10 აპრილს გაიხსნა. ჯან ლუი კლარის განცხადებით, ამავე დღეს "კარფურმა" საკუთარი მომხმარებლისთვის კაფეც გახსნა, რომელიც 45 ადამიანზეა გათვლილი. კაფე დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს.

"კარფურის" გენერალურმა დირექტორმა bpn-ს განუცხადა, რომ "კარფური" გაფართოებას კიდევ გეგმავს და ახალი ჰიპერ და სუპერმარკეტები თბილისის სხვადასხვა უბანში წლის ბოლომდე გაიხსნება.