"თბილისი მოლი" ბიზნეს მარათონს მასპინძლობს

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, დღეს, "თბილისი მოლი" ბიზნეს მარათონს - "20=200"-ს უმასპინძლებს.

მარათონი უკვე მეცხრედ ტარდება და მასში 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 11 გუნდი მონაწილეობს. გუნდებს ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც 20 ლარის საწყისი კაპიტალით, დღის ბოლომდე, მინიმუმ 200 ლარს მოაგროვებენ.

მარათონი მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვითდასაქმების სტიმულირებას, აღნიშნული ბიზნეს ინიციატივების კონკრეტულ სამეწარმეო საქმიანობად გადაქცევას, ინოვაციური პროდუქციის და საქმიანობის სტიმულირებას, ახალი პროდუქტების და საწარმოო პროცესების ქართულ ბაზარზე გაჩენას.

წელს ბიზნეს მარათონის თემატიკა ქართული პროდუქტია. ღონისძიების ფარგლებში, გუნდები გასაყიდად ხელნაკეთ ნივთებსა და კვების პროდუქტებს წარმოადგენენ.

გუნდები საკუთარ პროდუქციას "თბილისი მოლში" 10-დან 22-საათამდე გაყიდიან.