ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი აგვისტოში 66%-ით გაიზარდა

გასულ თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 66% -ით არის გაზრდილი.

კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში მგზავრთა ნაკადმა 50 170 შეადგინა, მაშინ როცა 30 140 იყო.

საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ასევე აეროპორტიდან განხორციელებული რეისებიც. კერძოდ, წინა თვეში 211 რეისი განხორციელდა, ხოლო 2016 წლის აგვისტოში 121 რეისი იყო შესრულებული.

შესაბამისად, აეროპორტიდან განხორციელებული რეისები 74%-ით არის გაზრდილი.