ცნობილი ბიზნესმენების საქმიანობა მუდამ ინტერესს იწვევს, თუმცა საზოგადოება მათი ოჯახური ცხოვრებითაც ინტერესდება.
გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენების მეორე ნახევრები. შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას მეორე ნახევარი მარინა გუნია პროფესიით ექიმია, წყვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნო. მარინა გუნია სამედიცინო სფეროში მუშაობდა. მათი ქალიშვილი სოფო ჭყონია მოდის სფეროშია ჩართული.
დეველოპერული კომანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელს და ახლა უკვე დეპუტატს, ილია წულაიას 3 შვილი ჰყავს. მისი მეუღლე არასამთავრობო სექტორში მუშაობს.
„ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში ჩემი დიდი მხარდამჭერია. მის აზრს ხშირად ვიზიარებ ხოლმე“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ილია წულაია.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის მეუღლე ნათია კანდელაკია. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ნათია კანდელაკი 16 წლის ასაკში გათხოვდა, უმაღლესი განათლება მაინც მიიღო და კავკასიის ბიზნეს სკოლა დაამთავრა. ნათია ყოფილი მოდელი და მოცეკვავეა. წყვილმა ერთმანეთი ქორწილში გაიცნო.
„ვამაყობ ჩემი შვილებით და ჩემი ოჯახით... ერთი წუთით თუ გამომითავისუფლდა დრო, პირველ რიგში ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ყოფნა“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ფხაკაძე.
"თი-ბი-სი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მეუღლე ირინა ხიდაშელია. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს.
„მე და ირინა მეხუთე კლასში შევხვდით ერთმანეთს. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და ა.შ. ისე აეწყო ჩვენი ცხოვრება, კამათიც არ გვქონია“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე.
ბევრი არაფერია ცნობილი „ავერსის“ გენერალური დირექტორის, პაატა კურტანიძის მეუღლის შესახებ. მედიაში არსებული ცნობებით, კურტანიძის მეუღლე ნინო ჭარხალაშვილია. წყვილს 6 შვილი ჰყავს.
ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია. წყვილს რვა შვილი ჰყავს. არსებული ინფორმაციით, კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლის 100%-იან წილს ფლობს შპს “კიკეთის სოციალური პროექტები”, რომლის მესაკუთრე ნინო დურგლიშვილია.
თეა ბეჟიტაშვილი